მომღერალი და მუსიკოსი გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
მომღერალი და მუსიკოსი გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

მომღერალი და მუსიკოსი გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიული დარახველიძე 1932 წლის 25 მაისს თბილისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი. 1950 წელს სწავლა განაგრძო უცხო ენათა ინსტიტუტში.

სტუდენტობის წლებში ჩამოაყალიბა გიტარისტთა ანსამბლი. მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად. იყო ტრიო „სამაიას“ წევრი, რომელშიც მასთან ერთად მღეროდნენ ინოლა გურგულია და მედეა სიხარულიძე.

გიული დარახველიძის სიმღერა „ფიფქებო“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საახალწლო სიმღერაა.

გიული დარახველიძეს ხვალ ვაკის სამების ეკლესიიდან გამოასვენებენ.