მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტში ინტერპელაციის წესით ლევან დავითაშვილს და ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

15:23, 08.04.2024

მომდევნო სასესიო კვირაში საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ორ მინისტრს მოუსმენენ.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატების შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უპასუხებენ.

მსგავსი