მომავალი წლიდან თბილისში 11 ახალი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება
მომავალი წლიდან თბილისში 11 ახალი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ სააგენტოს ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კახაბერ გვანცელაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 11 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მისი თქმით, ბაღების მშენებლობა უმთავრესი ამოცანაა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. ამიტომ, 2019 წლის დასაწყისიდან კიდევ 11 ბაღის მშენებლობა დაიწყება. გვანცელაძის თქმით, უკვე მომზადებულია ადგილები გლდანში, დიდუბეში, სამგორში, ისანსა და კრწანისში, სადაც მშენებლობები დაიწყება.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ვაკესა და საბურთალოზე მოთხოვნა დიდია, თუმცა ტერიტორიების მოძებნა ვერ ხერხდება და სააგენტო მიწების გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კერძო პირებთან შეეცდება. საუბარი შეეხო პროექტებს, რომელიც ავარიულობის გამო დახურული ბაღების დემონტაჟსა და ახალი ბაღების მშენებლობას ითვალისწინებს.