მომავალი ათწლეულის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს
მომავალი ათწლეულის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს
ცნობილმა პორტალმა Givemesport-მა მომავალი ათწლეულის (2020-2029) სავარაუდო სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ამ სიაში „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მოხვდა, განსხვავებით კრიშტიანო რონალდოსგან, რომლის შედეგების ვარდნას უახლოეს წლებში ელოდებიან.
მომავალი ათწლეულის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე – იან ობლაკი (ატლეტიკო);
მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი), ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული);
ნახევარმცველები – ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), არტური (ბარსელონა)
ფორვარდები – ლიონელ მესი (ბარსელონა), ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი).