მომავალ კვირას პარლამენტის პლენარული სხდომები გაიმართება
მომავალ კვირას პარლამენტის პლენარული სხდომები გაიმართება

მომავალ კვირას პარლამენტის პლენარული სხდომები ჩაინიშნა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტის პლენარული სხდომები 22-23 აპრილს გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, 22 აპრილის პლენარულ სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებაზე იმსჯელებენ, 23 აპრილს კი, საორგანიზაციო საკითხებისა და კანონპროექტების განხილვა იგეგმება.

პარლამენტმა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე პლენარული სხდომები 21 მარტიდან შეწყვიტა. აპარატი კი, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.