მომავალ კვირას აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა იგეგმება
მომავალ კვირას აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა იგეგმება

მომავალ კვირას აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა იგეგმება.

როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, სამმხრივი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმშია დაგეგმილი. სამმხრივი შეხვედრა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის წლისთავს უკავშირდება.