მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 92,65 პროცენტის დათვლის შემდეგ მაია სანდუ 50,49 პროცენტით ლიდერობს
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 92,65 პროცენტის დათვლის შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანდუს 50,49 პროცენტი აქვს, ხოლო მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს – 49,51 პროცენტი.
საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ასევე მაია სანდუ ლიდერობს 85,73 პროცენტით, ხოლო სტოიანოგლოს 14,27 პროცენტი აქვს. ამ დროისთვის 323 000-დან 27 000 ხმაზე მეტია დათვლილი. ამასთან, კენჭისყრა ჯერ კიდევ მიმდინარეობს აშშ-სა და კანადაში გახსნილ უბნებზე.