მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 49.17 პროცენტი შეადგინა
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 49.17 პროცენტი შეადგინა

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობამ, ბოლო მონაცემებით, 49.17 პროცენტი შეადგინა. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში საერთო ჯამში მილიონ 450 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ქვეყნის დედაქალაქ კიშინიოვში ამომრჩევლების აქტივობა 49.64 პროცენტი იყო.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით პირველად ჩატარდა. შერეული სისტემა 50 დეპუტატის პარტიული სიით არჩევას, 51-ის კი ერთმანდატიანი სისტემით გულისხმობს. ახალი სისტემით აქტივობის ზღვარი გაუქმებულია.

პარლამენტში ადგილებისთვის 14 პარტია და ერთი ბლოკი იბრძვიან. მთავარი ბრძოლა რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირის მომხრე სოციალისტების პარტიას და მმართველ დემოკრატიულ პარტიას შორის არის, რომელიც ევროინტეგრაციას ემხრობა.