მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 91 პროცენტის დათვლის შემდეგ 53,52 პროცენტი ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, ხოლო 46,48 პროცენტი მომხრეა
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 91 პროცენტზე მეტი დათვალა.
შედეგების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე ევროინტეგრაციის სასარგებლოდ ამომრჩეველთა 46,48 პროცენტმა მისცა ხმა, წინააღმდეგ კი – 53,52 პროცენტმა.
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი ჰქონდა – „დიახ“ და „არა“.