მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ოლეგ ოზეროვის დაბარების მიზეზი მოლდოვაში მიმდინარე არჩევნებში რუსეთის ჩარევა და რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა გახდა.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს მოლდოვის ტერიტორიაზე ორი რუსული დრონი ჩამოვარდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხაი პოპშოინის თქმით, უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოლდოველების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.