მოლდოვის პრემიერი გამოდის ინიციატივით, ქვეყნის გენპროკურორად უცხო ქვეყნის მოქალაქე დაინიშნოს
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ დეპუტატებს მიმართავს ინიციატივით, გენერალურ პროკურორად უცხო ქვეყნის მოქალაქის დანიშვნის საკითხი განიხილონ. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური გამოცემა „ნიუსმეიკერი“ ავრცელებს. შესაბამისი განცხადება მაია სანდუმ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელზეც მინისტრები პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.
ინიცირებული ცვლილებების თანახმად, პროკურორთა უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 12-დან 19-მდე გაზრდა იგეგმება. მაია სანდუ გამოვიდა წინადადებით, რომ პარლამენტმა განიხილოს საკითხი, შეუძლია თუ არა უცხოელს გენერალური პროკურორის პოსტის დაკავება.
„ის, რომ კორუფციულ სქემებში გარეული ადამიანები დღეს თავისუფლები არიან; ის, რომ ამ წლების განმავლობაში მოპარულია მილიარდები, ქვეყანა კი გაძარცულია, ამაში დიდწილად ბრალი გენერალურ პროკურატურას მიუძღვის. მაპატიეთ, მე აღარ მაქვს მოთმენის უნარი, მოქალაქეებს აღარ აქვთ მოთმენის უნარი, ელოდონ, როდის დაიწყეს პროკურორთა საბჭო მუშაობას“, – განაცხადა მოლდოვის ახალმა პრემიერ-მინისტრმა.
მაიას სანდუს ინიციატივას მინისტრთა კაბინეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.