მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - ერთდროულად არ შეგვიძლია როგორც მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანება, ასევე ევროპული ინტეგრაცია, ახლა ჩვენს დღის წესრიგში ევროინტეგრაცია დგას
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - ერთდროულად არ შეგვიძლია როგორც მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანება, ასევე ევროპული ინტეგრაცია, ახლა ჩვენს დღის წესრიგში ევროინტეგრაცია დგას

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრუ მუნტიანუს განცხადებით, მოლდოვა და რუმინეთი ერთმანეთთან „უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე“, თუმცა, მისივე თქმით, ამჟამად მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა და არა ქვეყნების გაერთიანება.

მისი თქმით, ქვეყანამ უკვე შეასრულა ევროკომისიასთან შეთანხმებული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების 93%-ი და რეფორმები გაგრძელდება.

„ჩვენ ერთი ქვეყანა ვიყავით, გვაქვს საერთო ისტორია, გვყავს საერთო მწერლები, საერთო ხალხი. ვფიქრობ, ახლა უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ზუსტად სად იმყოფები. გულწრფელად გეტყვით, ამჟამად ჩვენ არ შეგვიძლია, ერთდროულად განვახორციელოთ როგორც გაერთიანების პროექტი, ასევე ევროპული ინტეგრაცია. ახლა ჩვენს დღის წესრიგში ევროინტეგრაცია დგას“, – განაცხადა მუნტიანუმ.