მოლდოვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში შესვლა ეკრძალება, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა.

რეჩანის თქმით, მოლდოვას აქვს რუსეთის მოქალაქეების შავი სია, რომელთაც არ აქვთ ქვეყანაში შესვლის უფლება.

„რაღაც მომენტში გავაკეთებთ საჯარო სიას, თუმცა ამ მომენტისთვის საკმარისია ის მექანიზმი, რაც დღეს გვაქვს. ზოგიერთი ოფიციალური პირი ამ სიაში მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა მოლდოვაში შესვლას ცდილობს“, – აღნიშნა რეჩანმა.

ინტერვიუს ბოლოს მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვაში არავინ შესულა ისეთი, ვინც ამას არ იმსახურებდა და მოლდოვა არ დაუშვებს ქვეყანაში მათ, ვინც „პროპაგანდას და ომს თესავს“.