მოლდოვაში რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას მხარი დაუჭირა
მოლდოვაში გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ პარლამენტის დეპუტატთა რიცხვის 101-დან 61-მდე შემცირების ინიციატივას მხარი დაუჭირა.
რეფერენდუმი მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა. მასში რეგისტრირებულ მოქალაქეთა 39 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. დეპუტატების რაოდენობის შემცირებას რეფერენდუმის მონაწილეთა 69,56 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
ამასთან, ამომრჩეველთა 69,49 პროცენტმა მხარი დაუჭირა დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის იდეას იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.