მოლდოვაში „დემოკრატიულმა პარტიამ“ პრეზიდენტ იგორ დოდონს გადადგომისკენ მოუწოდა
მოლდოვაში „დემოკრატიულმა პარტიამ“ პრეზიდენტ იგორ დოდონს გადადგომისკენ მოუწოდა

მოლდოვაში „დემოკრატიულმა პარტიამ“ პრეზიდენტ იგორ დოდონს გადადგომისკენ მოუწოდა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კიშინიოვში მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

ვლად პლახოტნიუკის თქმით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები პარლამენტის არჩევნებთან ერთად უნდა გაიმართოს.

დოდონი უნდა გადადგეს, რათა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთ დღეს გაიმართოს. დოდონს სურდა, ეს ქვეყანა გადაეცა იმისთვის, ვისაც მისი მიღება უკვე დიდი ხანია სურს. მე არ მივიღე მისი პირობები, არ დავთანხმდი ხალხის ღალატს“, – განაცხადა პლახოტნიუკმა.

მოლდოვას „დემოკრატიული პარტია“ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას 6 სექტემბერს ითხოვს.

მანამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა პაველ ფილიპმა გამოსცა განკარგულება, სადაც პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტ იგორ დოდონისთვის უფელებამოსილების შეწყვეტას მოლდოვას პარლამენტი არ ეთანხმება. პარლამენტის წევრებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც კონსტიტუციური სასამართლო და „დემოკრატიული პარტია“ ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულეს.