მოლდოვაში, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით, დღეიდან 7 აპრილის ჩათვლით სამხედრო წვრთნები გაიმართება
მოლდოვაში, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით, დღეიდან 7 აპრილის ჩათვლით სამხედრო წვრთნები გაიმართება

მოლდოვაში, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით, დღეიდან 7 აპრილის ჩათვლით სამხედრო წვრთნები გაიმართება.

მოლდოვის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ რუმინელი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, წვრთნების ფარგლებში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის ოპერატიული ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესება.

მოლდოვის ხელისუფლებამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ სამხედრო წვრთნების მიმდინარეობის პერიოდში საავატომობილო გზებზე შეიძლება, გამოჩნდეს სამხედრო ტექნიკა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქლაქეებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია ტექნიკის გადაადგილების მიზეზებთან დაკავშირებით.