მოჯტაბა ხამენეი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს, „სწორ მხარეს დადგნენ“

17:00, 10.04.2026

ირანის სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს, „სწორ მხარეს დადგნენ“.

„ვეუბნები ირანის სამხრეთელ მეზობლებს: თქვენ სასწაულის მომსწრე ხართ“, – განაცხადა აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ.

დასავლური მედიის შეფასებით, ირანის სულიერი ლიდერი, როგორც ჩანს, რეჟიმის გადარჩენას გულისხმობდა აშშ-ირანის ომში.

„ამიტომ ყურადღებით დააკვირდით, სწორად გაიგეთ საქმეები, სწორ მხარეს დადექით და არ ენდოთ ეშმაკების ცრუ დაპირებებს“, – აღნიშნა ხამენეიმ.

დასავლური მედიის შეფასებით, მოჯტაბა ხამენეიმ აშშ-სა და ისრაელზე მიანიშნა.

 

მსგავსი