მოჯტაბა ხამენეი - საათის ისრები უკან არ დაბრუნდება, რეგიონის ერები და ქვეყნები ამერიკული ბაზებისთვის ფარს აღარ წარმოადგენენ, ამერიკას აღარ ექნება უსაფრთხო წერტილი
ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები „ამერიკული ბაზებისთვის ფარს აღარ წარმოადგენენ“.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხო წერტილი აღარ ექნება.
„საათის ისრები უკან არ დაბრუნდება და რეგიონის ერები და ქვეყნები ამერიკული ბაზებისთვის ფარს აღარ წარმოადგენენ. ამერიკას აღარ ექნება უსაფრთხო წერტილი ბოროტმოქმედებისა და რეგიონში სამხედრო ბაზების დასაარსებლად“, – ნათქვამია ხამენეის წერილში.
ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ახალი იერიში განახორციელეს სამხრეთ ირანის სამიზნეებზე. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმები განხორციელდა თავდაცვის მიზნით და მიზნად ისახავდა ამერიკელი სამხედროების დაცვას ირანის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი საფრთხეებისგან.