მოჯტაბა ხამენეი – დღეს დიდმა სატანამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ნამდვილი სახე, დანაშაული და შეუსრულებელი დაპირებები აშშ-ის არასანდოობისა და სისაძაგლის კიდევ ერთი მყარი დოკუმენტია
დღეს დიდმა სატანამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი და უნიღბო სახე, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერის, აითოლა მოჯტაბა ხამენეის განცხადებაშია აღნიშნული.
ირანის სულიერი ლიდერის განცხადებით, ურთიერთგაგების მემომარნდუმის დარღვევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის უვარგისობა და ბათილობა.
„დანაშაულისა და შეუსრულებელი დაპირებების ეს ბნელი გამოცდილება ამერიკის არაკეთილსინდისიერების, ირაციონალურობის, არასანდოობისა და სისაძაგლის კიდევ ერთ მყარ დოკუმენტს წარმოადგენს. ახლა, როდესაც ამერიკელი მტერი ომის გაჩაღებას და უფრო მძიმე დანაკარგების მიყენებას ცდილობს, მან უნდა იცოდეს, რომ ირანელ ერს და წინააღმდეგობის ფრონტს დაუვიწყარი გაკვეთილები აქვს მომზადებული მისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.