მოჯტაბა ხამენეი – აშშ-ის კრიმინალური მმართველები და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმი მთელი ისლამური საზოგადოების მიმართ მტრულად არიან განწყობილნი

13:49, 30.08.2026

გამოცემა „ირნამ“ ირანის სულიერი ლიდერის საჯარო წერილი გაავრცელა. მოჯტაბა ხამენეიმ წერილი წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

„დღეს მუსლიმებს უაღრესად ეფექტური, გარდამტეხი როლის შესრულება შეუძლიათ. დღეს არის დრო, როდესაც სიმართლის სიცრუეზე და ისლამის ურწმუნოებაზე საბოლოო ტრიუმფის პერსპექტივა რეალობად ქცევას ბევრად უფრო მიუახლოვდა, ვიდრე ოდესმე“, – წერია მუჯტაბა ხამენეის წერილში.

წერილში ირანის სულიერი ლიდერი ასევე ამბობს, რომ ისლამურმა საზოგადოებამ „მტკიცე ურწმუნოების წინააღმდეგ“ ყურანის პრინციპები უნდა შეინარჩუნოს. მისი თქმით, აშშ ისლამური საზოგადოების მტერია.

„აშშ-ის კრიმინალური მმართველები და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმი ამ ერთიანობისა და მეგობრობის მოსისხლე მტრები არიან. ისინი არა მხოლოდ ისლამური რესპუბლიკის, ირანის ერისა და ისლამური წინააღმდეგობის უზარმაზარი ფრონტის მტრები არიან, არამედ ისინი მტრულად არიან განწყობილნი მთელი ისლამური საზოგადოების მიმართ, მათ შორის, დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების მიმართ“, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, მოჯტაბა ხამენეი 28 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ ერთხელ გამოჩნდა. 9 აგვისტოს ირანულმა მედიამ სულიერი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ის რამდენიმე ადამიანანთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი