მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტის ნაკრებში ითამაშა და ორი საგოლე პასი შეასრულა
მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტის ნაკრებში ითამაშა და ორი საგოლე პასი შეასრულა

ეგვიპტის ნაკრებმა აფრიკის ეროვნებათა თასის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და გვინეის ნაკრები 3-1 დაამარცხა. „ლივერპულის“ ვასრკვლავი მოჰამედ სალაჰი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და ორი საგოლე პასი გააკეთა.

ქალაქ ალექსანდრიაში გამართულ მატჩში ანგარიში მარვან მოჰსენმა გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში გვინეელმა სორი კაბამ გაათანაბრა და სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში სალაჰი. მან ჯერ აჰმედ ალის გაატანინა, შემდეგ კი ომარ გაბერი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე.

აფრიკის ეროვნებათა თასის წლევანდელ გათამაშებაში ეგვიპტე ერთ ჯგუფში მოხვდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, უგანდასთან და ზიმბაბვესთან.

ტურნირი 21 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს.