ეგვიპტის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
„ეს მძიმე საღამო იყო, მაგრამ მე – მებრძოლი ვარ. სირთულეების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ვიქნები, თქვენ კი ჩემით იამაყებთ. თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მომცემს ძალას, რომელიც მჭირდება“, – დაწერა სალაჰმა.
25 წლის ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსთან ორთაბრძოლისას მხარის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია სალაჰის მოედანზე დაბრუნების თარიღის შესახებ.