მოჰამედ ალის შვილიშვილი პროფესიულ კარიერას იწყებს
მოჰამედ ალის შვილიშვილი პროფესიულ კარიერას იწყებს

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, მოჰამედ ალის შვილიშვილმა ნიკო ალიმ პროფესიულ კრივში დებიუტის სურვილი გამოთქვა. უმცროს ალის უნდა ამ წლის ბოლომდე პირველი ბრძოლა გამართოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში.

ამის შესახებ ახალგაზრდა მოკრივემ ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში გამოაცხადა. ამ ვიდეოში მოჰამედ ალის ქალიშვილი რაშიდა მადლობას უხდის კადიროვს გროზნოში ერთ-ერთი ქუჩისთვის ლეგენდარული მოკრივის სახელის მინიჭების გამო.

„ამ წლის ბოლოს გადავდივარ პროფესიულ კრივში. იმედი მაქვს, რომ ოდესღაც შევძლებ ჩეჩნეთში გამოსვლას. ეს კარგი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის“, – განაცხადა ნიკო ალიმ.