მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ჯო ბაიდენის გუნდი არ ეთანხმება
მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ჯო ბაიდენის გუნდი არ ეთანხმება

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დიდი ბრიტანეთისთვის, ევროპის უმეტესი ქვეყნებისა და ბრაზილიისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ იზიარებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„ჩვენი სამედიცინო გუნდის რჩევით, ადმინისტრაცია 26 იანვრიდან ამ შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს. ფაქტობრივად, ჩვენ საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების გაძლიერებას ვგეგმავთ, რათა „კოვიდ-19“-ის გავრცელება შევამციროთ“, – ამის შესახებ ჯენ ფსაკიმ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პრესმდივანმა განცხადება „ტვიტერში“ გაავრცელა.

დონალდ ტრამპმა მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება პანდემიის პირველი ტალღის დროს მიიღო, რომლის მოხსნაც 26 იანვრიდან გადაწყვიტა. ევროპის ქვეყნებისთვის შეზღუდვის მოხსნა მარტის შუა რიცხვებში, ბრაზილიისთვის კი, მაისიდან იყო დაწესებული.