მოგება რუმინულ კლუბთან და პირველი ადგილი - „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის პლეიოფშია #1TVSPORT
მოგება რუმინულ კლუბთან და პირველი ადგილი - „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის პლეიოფშია #1TVSPORT

რაგბი ევროპის სუპერთასზე ქართულმა ფრენჩაიზმა, „შავმა ლომმა“ მე-5 მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი სტუმრად „რუმინელ მგლებს“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 49-6 დაამარცხა.

პირველ ტაიმში გადამწყვეტი აკაკი ტაბუცაძის ორი ლელო აღმოჩნდა – „შავი ლომი“ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 20:6. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი აშკარა უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს ქულა არ ააღებინა და საბოლოო ჯამში 49:6 მოიგო. ტაბუცაძის გარდა ლელოები დადეს – ოთარ ლაშხმა (2), სანდრო თოდუამ (1) და ჯაბა ბრეგვაძემ (1). აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტად შესრულებული ჯარიმებითა და გარდასახვებით ლუკა მატკავას 19 ქულა ჰქონდა.

ამ გამარჯვებით ქართულმა კლუბმა 18 ქულა დააგროვა, ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და პლეიოფის საგზური მოიპოვა. 29 ოქტომბერს „შავი ლომი“ „ბათუმს“ შეხვდება, სადაც მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა.