მოგება დაძაბულ ბრძოლაში - სარდალაშვილი პორტუგალიის გრან პრის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

პორტუგალიაში ძიუდოს გრან პრი მიმდინარეობს, სადაც სამი ქართველი იღებდა მონაწილეობას. აქედან ორი – გიორგი თუთაშვილი (66 კგ) და იპოლიტე აქუბარდია (60 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

რაც შეეხება მესამე ქართველს, 19 წლის გიორგი სარდალაშვილს, მან ნიდერლანდელი და პორტუგალიელი ძიუდოისტების ძლევის შემდეგ, გამოცდილი უკრაინელი არტიომ ლესიუკი დამატებით დროში ულამაზესი გდებით დაამარცხა. სარდალაშვილი ფინალში გასასვლელად ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს შეხვდება.

პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე გაიმართება.