სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა.
აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Garowe იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება განახორციელა ჩაიხანაში, რომელიც ერთ-ერთი სამხედრო-სასწავლო ბანაკის მახლობლად მდებარეობს.