მოძრაობამ „შეცვალე“ რეგიონული კამპანია თელავიდან დაიწყო

15:18, 24.11.2019

მოძრაობამ „შეცვალე“ რეგიონული კამპანია თელავიდან დაიწყო. კამპანიის ახალგაზრდა აქტივისტები თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სპეციალური სტიკერები გააკრეს. აქტივისტებმა მოქალაქეებს ქვეყნის მმართველობის შესაცვლელად გააქტიურებისკენ და ხვალ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

მათი განცხადებით, კამპანია „შეცვალე“ სხვა რეგიონებშიც ანალოგიურ აქტივობას განახორციელებს.

მსგავსი