მოძრაობა „ყვითელჟილეტიანები“ დიდი შვიდეულის სამიტის დროს ანტიგლობალისტების აქციებს შეუერთდებიან
მოძრაობა „ყვითელჟილეტიანები“ დიდი შვიდეულის სამიტის დროს ანტიგლობალისტების აქციებს შეუერთდებიან

მოძრაობა „ყვითელჟილეტიანები“ დიდი შვიდეულის სამიტის დროს ანტიგლობალისტების აქციებს შეუერთდებიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ორ ქალაქში გადანაწილდებიან. 50 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ე.წ. კონტრსამიტს გამართავენ, ისინი ეკონომიკისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების დამოკიდებულებას აპროტესტებენ.

საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტის განმავლობაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული. ამისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით 10 ათასი სამართალდამცველის მობილიზება მოხდა.

დიდი შვიდეულის სამიტი საფრანგეთში 24-26 აგვისტოს გაიმართება.

დატოვე კომენტარი