მოძრაობა „თალიბანმა“ ქაბულის დედაქალაქში ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნის ინიციატივა უარყო
მოძრაობა „თალიბანმა“ ქაბულის დედაქალაქში ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნის ინიციატივა უარყო. როგორც ცნობილია, აღნიშნული ინიციატივით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოდიოდა.
მისი თქმით, უსაფრთხო ზონა ქაბულში ჰუმანიტარული ოპერაციების ჩასატარებლად არის საჭირო. თუმცა, მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსგავსი ზონის შექმნა აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან ავღანეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
თალიბები ასევე უარყოფენ ინფორმაციას, რომ მათ აქვთ ე.წ. შავი სია, რომელში შეყვანილი მოწინააღმდეგეების განადგურებას აპირებენ. მათი თქმით, „თალიბანის“ წევრებმა უცხოელებთან მომუშავე ავღანელების საყოველთაო ამნისტია გამოაცხადეს.
პარიზის იდეას, რომლის მიხედვითაც ქაბულში ე.წ უსაფრთხო ზონა უნდა მოეწყოს, მხარს უჭერს ლონდონიც. ამ ინიციატივის შემცველ რეზოლუციას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დღეს გაერო-ში დაგეგმილი კონსულტაციების დროს წარადგენენ.
FLASH INFO 🇨🇵/🇦🇫
Le porte-parole des talibans Suhail Shaheen déclare qu’il n’est pas “nécessaire” de créer une “safe zone” à Kaboul, pour continuer les opérations humanitaires puisque “chaque Afghan pourra” voyager “à l’étranger”.🗣
(France Info) pic.twitter.com/NN4TMnox6f
— L’Actu En Direct ✨ (@Actu_EnDirect) August 29, 2021