მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ [ფოტო-ვიდეო]
მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ და გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის იმ შესასვლელებთან დგანან, რომლებითაც დეპუტატები სარგებლობენ.
ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს საყვირებითა და შეძახილებით „სირცხვილია“ და „მონებო“ ხვდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენების გამო არის დამნაშავე და ის პრემიერ-მინისტრად არ უნდა დაინიშნოს.
ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სკანდირებენ, რომ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა რუსული დაკვეთაა.
პარლამენტის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.