მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ანაკლიაში, პორტის მიმდებარედ აქცია გამართეს
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ანაკლიაში, პორტის მიმდებარედ აქცია გამართეს

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება გააპროტესტეს. მათ პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება ქვეყნის ღალატი და რუსული ოცნების ასრულებაა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა განაცხადეს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2020 წლის არჩევნების შემდეგ მაინც აშენდება და ამას თავად გააკეთებენ.

„თქვენ ხედავთ აქ, რომ სამშენებლო პროცესი შეჩერებულია. აქ ახლა უამრავი ხალხი უნდა ყოფილიყო დასაქმებული. ეს არის არა ქართული ოცნება, არამედ რუსული ოცნება, რომელსაც „შეცვალე“ და ახალგაზრდობა არ შეეგუება“, – განაცხადა შეცვალეს ერთ-ერთმა წევრმა, ელდარ კეზუამ.