მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებმა ევროკავშირის ოფისთან აქცია გამართეს და ოპოზიციას მიმართეს, მხოლოდ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს დათანხმდნენ
მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებმა ევროკავშირის ოფისთან აქცია გამართეს და ოპოზიციას მიმართეს, მხოლოდ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს დათანხმდნენ

ევროკავშირის ოფისთან, სადაც უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იმართება, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები მივიდნენ.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა, ალიკა კუპრავამ განაცხადა, აქცია ოპოზიციის მხარდამჭერი და ამავდროულად, გამაფრთხილებელია. კუპრავას თქმით, შეთანხმებაში საუბარი თუ არ იქნება ე.წ. პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, შეთანხმება არ უნდა შედგეს.

იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ისეთ დოკუმენტს მოაწერს ხელს, სადაც ეს ორი საკითხი არ იქნება დაკმაყოფილებული, ორგანიზაცია ოპოზიციური პარტიებს მკაცრ რეაგირებას პირდება.