მოძრაობა „ხალხის ძალა“ - რუსეთის მიერ კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვა გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის მორიგი აქტია, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს
მოძრაობა „ხალხის ძალა“ - რუსეთის მიერ კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვა გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის მორიგი აქტია, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს

რუსეთის მიერ კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვა გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის მორიგი აქტია, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, – ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეწყდეს ომი, რომელმაც უკვე ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.

„საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვას, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ეს არის გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის მორიგი აქტი, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეწყდეს ომი, რომელმაც უკვე ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.