მოძრაობა „ჰამასმა“ თელ ავივის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა [ვიდეო]
მოძრაობა „ჰამასმა“ თელ ავივის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა [ვიდეო]

მოძრაობა „ჰამასმა“ თელ ავივის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, თელ აივივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის მედიის ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ხუთი წლის ბავშვია. ერთ-ერთი რაკეტა ჰოლონში ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოვარდა, შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

სირენების ხმა ისმის თელ ავივის აღმოსავლეთით, ბენ გურიონის აეროპორტთანაც.

ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელში ავრცელებს სარაკეტო თავდასხმის ამსახველ კადრებს. ამასთან, კადრებში ჩანს, როგორ იგერიებს თავდასხმას ანტისარაკეტო სისტემა.

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

დატოვე კომენტარი