მოძრაობა „არ აგარევინებთ“ - გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით თაკო ჩაკრვიანს და „ლეიბი დავუგდეთ რუსთაველზე“, მოვუწოდებთ, წამოწვეს და მიმართოს პროტესტის იმ ფორმას, რომელიც მას გაუხარდება
მოძრაობა „არ აგარევინებთ“ - გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით თაკო ჩაკრვიანს და „ლეიბი დავუგდეთ რუსთაველზე“, მოვუწოდებთ, წამოწვეს და მიმართოს პროტესტის იმ ფორმას, რომელიც მას გაუხარდება

გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით თაკო ჩაკრვიანს და „ლეიბი დავუგდეთ რუსთაველზე“. ახლა მოვუწოდებთ ქალბატონ თაკოს, წამოწვეს და მიმართოს პროტესტის იმ ფორმას, რომელიც მას გაუხარდება, – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობის „არ აგარევინებთ“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკვე დიდი ხანია, პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი მოუწოდებს საზოგადოებას  პროტესტის გამოსახატად ლეიბების დაყრისა და რუსთაველზე წამოწოლისკენ.

„ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია თვალს ადევნებს მის კომიკურ ინიციატივებს და ბოლო დროს მას ეს ერთგვარ აკვიატებადაც ექცა, მაგრამ დახმარების ხელი მაინც არავინ გაუწოდა, რომ ლეიბები „დაეყარა“ და წამოწოლილიყო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით და „ლეიბი დავუგდეთ რუსთაველზე“. ახლა მოვუწოდებთ ქალბატონ თაკოს, წამოწვეს და მიმართოს პროტესტის იმ ფორმას, რომელიც მას გაუხარდება. ქალბატონო თაკო, თუ თქვენთვის მთავარი პრობლემა მხოლოდ ლეიბის „დაგდებაა“ და წამოსაწოლად მზად ხართ, თქვენთვის უხერხულობას არ წარმოადგენს რუსთაველზე წამოგორება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დაგეხმაროთ მსგავს უტოპიურ ინიციატივებში, თუ, რა თქმა უნდა, რეალურად თქვენ აპირებთ წამოწოლას და ამასაც ხალხის ხარჯზე არ აპირებთ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ერთმანეთზე უფრო მეტად კომიკური და უტოპიური ინიციატივები აქვს და ერთგვარად კომედიანტებადაც იქეცით, ჩვენ პირველად თქვენი სურვილის ასრულებით ვიწყებთ. ახლა თქვენი ჯერია“, – აღნიშნულია განცხადებაში.