მოდრიჩს რეალიდან წასვლა სურს
მოდრიჩს რეალიდან წასვლა სურს

ინტერი მზადაა განაახლოს მოლაპარაკება „რელთან” ლუკა მოდრიჩის ტრანსფერის თაობაზე იანვარში.

„კორიერე დელო სპორტის“ (Corriere dello Sport) ინფორმაციით, 33 წლის ნახევარმცველი უკმაყოფილოა გუნდში შექმნილი სიტუაციით და წასვლა სურს. იტალიურ კლუბს ზაფხულშიც უნდოდა ხორვატის გადაბირება, მაგრამ მაშინ სამეფო კლუბმა მოდრიჩი არ გაუშვა. ხორვატს ცუდი ურთიერთობა აქვს „რეალის“ ახლანდელ მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისთან და მისი ურთიერთობა არც გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან არის სახარბიელო.

მადრიდული სამეფო კლუბი მოდრიჩის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მანამდე სურს ასეთივე დონის ვარსკვლავი შეიძინოს.

„რეალის“ ინტერესთა სფეროში შედის „პარი სენ-ჟერმენის“ ორი ფეხბურთელი – კილიან მბაპე და ნეიმარი.