მოდრიჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების გამო რონალდოს წარმომადგენელი უეფას აკრიტიკებს
მოდრიჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების გამო რონალდოს წარმომადგენელი უეფას აკრიტიკებს

ჟორჟე მენდეშმა, რომელიც კრიშტიანო რონალდოს წარმომადგენელია, პორტუგალიურ გაზეთ „რეკორდს“ ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ უეფას გადაწყვეტილება, ლუკა მოდრიჩი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაესახელებინათ, არის „უბრალოდ სასაცილო“.

„ფეხბურთს კონკრეტულ ადგილას, საფეხბურთო მოედანზე თამაშობენ, იქ კი რონალდომ მოიგო. მან 15 გოლი გაიტანა და „რეალ მადრიდი“ საკუთარ ზურგზე მოკიდებული მიიყვანა ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე. უეფას გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილოა“, – აცხადებს მენდეში.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩისა და კრიშტიანო რონალდოს გარდა, წლევანდელ ნომინანტებს შორის იყო ასევე მოჰამედ სალაჰი.

რონალდო უეფას მიერ ორგანიზებულ საზეიმო ცერემონიალს არ ესწრებოდა.