„რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩ აღიარებს, რომ ცსკა-სთან წაგებული მატჩის შემდეგ, მთელი გუნდი შოკშია. აღნიშნული შეხვედრა გუშინ გაიმართა და „რეალი“ „ლუჟნიკებზე“ დამარცხდა(0:1). მადრიდელებს სამი თამაშია გოლი ვერ გააქვთ.
-„ჩვენ დათრგუნულები ვართ. არ ველოდით ქულების დაკარგვას, გუნდში ატმოსფეროც არ არის კარგი“ – მოდრიჩის სიტყვებს „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.
– „თავი ხელში უნდა ავიყვანოთ და ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ბოლო სამ თამაშია ჩვენ ვერ ვითამაშეთ სასურველ დინეზე. მე თავიდან სათადარიგოებში დავიწყე, რადგან მწვრთნელმა მითხრა რომ ჯობდა დამესვენა. მე ვითამაშე სამი თუ ოთხი მატჩი ზედიზედ. ფეხბურთში ძნელია ყველაფრის დაგეგმვა, როდესაც მოედანზე შევედი, ვცდილობდი დავხმარებოდი გუნდს. ჩვენ გვქონდა ბევრი მომენტი ,მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ვეცდებით გამოვასწოროთ თამაში და გულშემატკივარი გავახაროთ.
ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები „რეალი“ ორი ტურის შემდეგ, ჯგუფში სამი ქულით, მესამე ადგილზეა.