მოდრიჩი იანვარში „რეალის“ დატოვებას ფიქრობს #1TVSPORT
მოდრიჩი იანვარში „რეალის“ დატოვებას ფიქრობს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, შესაძლოა, დატოვოს გუნდი 2024 წლის იანვარში, – იტყობინება გამოცემა Relevo.

ამ მომენტისთვის ხორვატი ფიქრობს თავის მომავალზე სათამაშო დროის უკმარისობის გამო. ამ სეზონში მოდრიჩმა მატჩების 65 პროცენტზე მეტი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

აღნიშნავენ, რომ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სექტემბერში, პირველი სანაკრებო შეკრების წინ განუცხადა მოდრიჩს, რომ ის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდებოდა. მაგრამ ნახევარმცველი ძირითადში მხოლოდ „უნიონისა“ და „ოსასუნას“ წინააღმდეგ მატჩებში იყო.

ახალ წლამდე დარჩენილ მატჩებში მოდრიჩი გადაწყვეტს – დატოვებს „რეალს“ იანვარში თუ ბოლომდე ითამაშებს კონტრაქტის მიხედვით, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.