„მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ კომპანია 2021 წლისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 500 მილიონ დოზას აწარმოებს
„მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ კომპანია 2021 წლისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 500 მილიონ დოზას აწარმოებს

კომპანია „მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ კომპანია 2021 წლისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 500 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ბიოტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელის სტეფან ბენსელის განცხადებით, კომპანია ვაქცინის დოზის ღირებულების შენარჩუნებას შეძლებს, რომელიც 37 დოლარია. მისი თქმით, აშშ-ს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებსაც დიდი რაოდენობის მარაგების შეძენა სურთ, დოზის ღირებულება 25 დოლარი დარჩება.