„მეიჯორ სოკერ ლიგაში“ (MLS) დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი და დაკომპლექტდა პლეი ოფის ბადე.
დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გასული „კანზას სიტი“ პირველ რაუნდში შეხვდება გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსეს“ (მერვე ადგილი კონფერენციაში). კიდევ სამი წყვილი ასეთია: სიეტლი (2)-ლოს ანჯელესი (7), პორტლენდი (3)-დალასი (6) და მინესოტა (4)-კოლორადო (5).
აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი ოფში 10 გუნდი გავიდა, თუმცა, კლუბები, რომლებმაც მეათედან მეშვიდე ადგილები დაიკავეს, თავიდან მინი-პლეი ოფს ითამაშებენ და გამარჯვებულები გადავლენ ძირითადი პლეი ოფის პირველ რაუნდში.
მინი-პლეი ოფში შეხვდებიან: ნეშვილი (7)-ინტერ მაიამი (10) და ნიუ ინგლენდი (8)-მონრეალი (9). პირველ წყვილში მოგებული პლეი ოფის პირველ რაუნდში შეხვდება აღმოსავლეთი კონფერენციის გამარჯვებულ „ფილადელფიას“. მეორე წყვილში მოგებული „ტორონტოს“ (მეორე ადგილი კონფერენციაში) დაუპირისპირდება. კიდევ ორ წყვილში შეხვდებიან: კოლამბუსი (3)-ნიუ იორკ რედ ბულზი (6), ორლანდო (4)-ნიუ იორკ სიტი (5).