MLS-ის კლუბმა, „ლოს ანჯელესმა“ გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთან, ოლივიე ჟირუსთან.
როგორც კალიფორნიული კლუბის პრესსამსახური იტყობინება, ფრანგმა 2025 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი „ლოს ანჯელესთან“ და შესაძლებლობა ექნება, ხელშეკრულება 2026 წლის ბოლომდე გააგრძელოს.
ამ გარიგებამდე ერთი დღით ადრე „მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა 37 წლის ჟირუს კლუბიდან წასვლის შესახებ.
ჟირუ „მილანში“ 2021 წლიდან თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა 45 მატჩში 16 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.