მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 106 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

„ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 893, აჭარაში – 714; მძიმე პაციენტი – 429, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში – 59, აჭარაში – 25. 2 268 პირი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 247 – აჭარაში, ხოლო 741 – თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.