მკლავჭიდი - 120 მედალი საბერძნეთიდან
მკლავჭიდი - 120 მედალი საბერძნეთიდან

საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში 14-23 მაისს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ქართველმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში 120 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს. დიდების კატეგორიაში ჩვენი ნაკრების წევრებმა 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 5 ბრინჯაო აიღეს. მათ ამასთანავე გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი უპრეცენდენტო რაოდენობის მედლები მოიპოვეს: ჩვენი სპორტსმენების ანგარიშზე 53 მედალი და საერთო გუნდური პირველობაა. მათ 24 ოქროს, 14 ვერცხლისა და 15 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

პარამკლავჭიდელებიც საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. მათ ანგარიშზე 23 ოქრო, 20 ვერცხლი და 9 ბრინჯაოს მედალია.