მხითარიანი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
მხითარიანი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი ჰენრიხ მხითარიანი 2017-18 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ამის მიზეზი გახდა ტრავმა, რომელიც სომეხმა ფეხბურთელმა ევროპის ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ (4:1) მიიღო – წერს გაზეთი Mirror-ი.

თავდაპირველი პროგნოზით, მხითარიანი მხოლოდ „საუთჰემპტონთან“ პრემიერლიგის მატჩს გამოტოვებდა, მაგრამ დაწვრილებითმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ნახევარმცველს ექვსი კვირა დასვენება ესაჭიროება.

მხითარიანი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „არსენალში“ იანვარში გადავიდა. მას შემდეგ, ლონდონურ კლუბში 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი შეასრულა.