მხატვრული ტანვარჯიში | ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბარბარე ქაჯაიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
მხატვრული ტანვარჯიში | ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბარბარე ქაჯაიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბარბარე ქაჯაიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ბაფთით ვარჯიშში). 13 წლის მხატვრულმა ტანმოვარჯიშემ 12 წლის შემდეგ ახალი ისტორია დაწერა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 37 ტანმოვარჯიშეს შორის ქართველი ფინალში მეხუთე შედეგით გადავიდა, საბოლოოდ კი ფინალურ ეტაპზე საქართველოს მესამე ადგილი მოუტანა.