მხატვარ მარიამ ოსეფაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „ოლდ ტერასაზე“ 28 ივლისს გაიხსნება 
მხატვარ მარიამ ოსეფაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „ოლდ ტერასაზე“ 28 ივლისს გაიხსნება 

ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ოსეფაშვილის ნამუშევრების გამოფენა „ოლდ ტერასაზე“, ღია ცის ქვეშ 28 ივლისს გაიხსნება.

როგორც მხატვარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თავის ფერწერულ ნამუშევრებს საქართველოში ხვალ პირველად წარმოადგენს.

მისივე თქმით, 50-მდე ნახატი ოთხი წლის განმავლობაში იქმნებოდა, ფერწერული ნამუშევრები მინიმალისტურ სტილში, ძირითადად ოჯახისა და მუსიკის თემაზეა შექმნილი.

„ბავშვობიდან ვხატავ, ჩემი ნამუშევრები ოთხი წლის წინ ბერლინში იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნა მხატვარმა.

გამოფენა-გაყიდვა  „ოლდ ტერასაზე“ (ბუხაიᲫის 1-ლი Შესახვევი N30; დოქის Შესახვევი #7) გაიმართება და პირველი აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.