მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის სოფელ ბალიჭსა და დაბა კაზრეთშიც ამოქმედდა
მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის სოფელ ბალიჭსა და დაბა კაზრეთშიც ამოქმედდა

ბოლნისის მერიის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საზღვრებთან მოეწყობა ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცავები გააკონტროლებენ.

„აღსანიშნავია, რომ კომპანია RMG საქმიანობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს.

საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას!“, – აღნიშნულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.