მიწისქვეშ გატარებული დაბადების დღე - ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ერთ-ერთი მოზარდი 14 წლის გახდა
მიწისქვეშ გატარებული დაბადების დღე - ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ერთ-ერთი მოზარდი 14 წლის გახდა

ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდიდან ერთ-ერთმა დაბადების დღე აღნიშნა. დუანგპეტჩ პჰრომპტჰეპი, რომელსაც შემოკლებით დომს ეძახიან, 14 წლის გახდა. ის სხვა 11 მოზარდთან და ფეხბურთის მწვრთნელთან ერთად უკვე მე-12 დღეა გამოქვაბულში იმყოფება, საიდანაც მათი ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან მღვიმე წვიმის გამო დაიტბორა.

დომის დაბადების დღე, მაშველების მიერ დაკარგული ფეხბურთელების პოვნიდან მეორე დღეს დაემთხვა. მოზარდმა სოციალურ ქსელებით მილოცვები მთელი მსოფლიოდან მიიღო.

11-დან 16 წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივლისს დაიკარგნენ. ისინი გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები 9 დღის შემდეგ გამოქვაბულის შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს. თუმცა მათი მღვიმიდან გამოყვანა სირთულეებთან არის დაკავშირებული. გამოქვაბულის დასატოვებლად ბავშვებს ყვინთვა უნდა ასწავლონ, ან წყლის დონის კლებას დაელოდონ, რასაც შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს, რადგან ტაილანდში წვიმის სეზონი ოქტომბრამდე გრძელდება.

ამჟამად სპეციალისტები ბავშვებს ყვინთვის გაკვეთილებს უტარებენ.